ყოველდღიური აღდგომა

ყველაფერი ეზოთერიაზე
Post Reply
olmek
Posts: 22
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

ყოველდღიური აღდგომა

Post by olmek » 07 Nov 2018, 23:05

ყოველდღიური აღდგომა

ადამიანის ენერგეტიკას გააჩნია უამრავი პარამეტრი, მაგრამ დღეს შევეხებით ცნობის უნარს. ცნობიერება არის ცნობის უნარი, ხოლო გათვითცნობიერება არის საკუთარი თავის გარშემო მიმდინარე მოვლენათა ცნობა. ადამიანის ცნობის უნარი მეტად შეზღუდულია მისი მწირი და არასწორად გადანაწილებული ენერგეტიკის გამო. ენერგიის გადანაწილება შეიძლება უხეშად შევადაროდ დეფრაგმენტაციის პროცესს, როდესაც ხდება სწორი გადალაგება ოპტიმალური მოხმარების მიზნით. დალაგებული ენერგეტიკა უზრუნველყოფს გაზრდილი შესაძლებლობის ცნობის უნარს.
მაგალითად ავიღოდ საშუალოსტატისტიკური ადამიანი, რომელიც მიდის სამსახურში. ის ცნობს სამსახურში წასვლის პროცესს და იმასაც აცნობიეებს რატომ მიდის, მაგრამ ნაკლებად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ეს სამსახური ვნებს მის სულს რადგან იწვევს უკმაყოფილებას(უაზროდ დაკარგული დროის გამო). რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც დაიბადა და იზრდებოდა, მან ვერ იცნო საკუთარი მშობლები, ანუ ფორმალურად მათი შვილია და უყვარს ისინი, მაგრამ არ ახსოვს წარსულში სხვა ცხოვრებებში ვინ იყვნენ მისი მშობლები და რა აკავშირებს მათთან. მისი ცნობის უნარი ჩანასახოვანია, უხეშად რომ ვთქვათ მას "ამნეზია" ჭირს. ცნობიერება თითქოს აქვს მაგრამ ის ქაოტურია, დაულაგებელი, აღსავსე შიშებითა და ინტერპრეტაციებით..... შიშს უკავია ცნობიერების 80%. სუსტი და დაულაგებელი ენერგეტიკა ართულებს სწავლის პროცესს რომელიც მოითხოვს უამრავ დროს. რადგან ენერგია გადაუნაწილებელია დიაფრაგმის ზემოთ განლაგებული ჯირკვლებო აგრეთვე ღვიძლი და ელენთა ვერ ფუნქციონირებენ გამართულად. ამის გამო ადამიანს არ შეუძლია გაიხსენოს რატომ მოვიდა დედამიწაზე, ამ ქვეყანაში, ამ ნაციაში, ამ ოჯახში? რა იყო მისი მიზანი? მას არ ახსოვს საკუთარი გეგმა. ზოგადად ადამინებს ჰგონიათ , რომ უბრალოდ შემთხვევით გაჩნდნენ და არავითარი მისია, გეგმა, მიზანი არა აქვთ ამ ცხოვრებაში. თუმცა ესეთი დამოკიდებულება და რწმენა სწორედაც რომ სუსტი და დაულაგებელი ენერგეტიკის შედეგია. არის თუ არა საშუალება დავალაგოთ ენერგეტიკა? გადავანაწილოთ იგი? გავზარდოთ ცნობის უნარი? გავიხსენოთ ვინა ვართ საიდან და რისთვის? აი მაგალითად რომელმა თქვენგანმა იცის რას აკეთებთ ღამით როდესაც გძინავთ? იცით თუ არა, რომ ცნობიერებას არასოდეს სძინავს, მაშ რითია ის დაკავებული? პრობლემა იმაშია, რომ ღამით ძილის დროს თქვენ უბრალოდ ვერ ცნობთ სულის გამონთავისუფლების შედეგად მიმდინარე თქვენს საქმიანობას და არ გახსოვთ რას აკეთებთ ამ დროს. აქედან გამომდინარე არ გახსოვთ სიზმრები და ა.შ. ანუ ინსტრუმენტი ცნობიერება იმდენად სუსტია და ქაოტური, რომ ვერ უზრუნველყოფს თქვენს გათვითცნობიერებას ღამით ძილში მიმდინარე პროცესების შესახებ. არადა სწორედ ძილში ხდება თქვენი მიმდინარე ცხოვრების კორექტირება რათა ის შეესაბამებოდეს სულის მიზანს ამ ინკარნაციაში. გამოდის, რომ კი გვძინავს, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვცვლით ყოველდღიურ ცხოვრებაში რადგან არ გვახსოვს ღამით მიღებული კორექტივები. აშკარაა, რომ საჭიროა ამ სფეროს ოპტიმიზაცია მოწესრიგება რათა გავიხსენოთ და გავყვეთ სულის მიერ დასახულ მიზანს. ამ საკითხს ბრწყინვალედ ართმევს თავს სიზმარ ხილვის სწავლება და ტრენინგი.
პრობლემა ის არის, რომ ყოველდღიური ცხოვრების შედეგად ხდება ჩვენი ენერგეტიკული ბადის "დაგლეჯა", ეს ხდება მაგალითად ნერვიულობისას, სტრესის დროს, ძლიერი ემოციების განცდისას, შიშის დროს, სექსის შედეგად, გაბრაზებისას, გაციებისას და ა.შ. ეს ენერგეტიკული ბადე არის ცნობიერების სხეული რომელიც ალაგ ალაგ ყოველდღიურად იხევა, იგლიჯება რაც დაუყოვნებლივ მოქმედებს ცნობიერების ხარისხზე, ცნობის უნარზე, მეხსიერებაზე და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეზე. თუ არ მოხდა ამ დაგლეჯილი უბნების აღდგენა, მაშინ სახეზე გვაქვს ნევროზები( ენერგეტიკული ბადე ვერ ატარებს სწორი გეომეტრიით ენერგიას), შური, ეჭვიანობა, შიშები, სწრაფას გაღიზიანებადობა, უძილობა, გადამეტებული ჭამა, ირაციონალური საფრთხის შეგრძნება, დეპრესია, უიმედობა, სასოწარკვეთა... ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა ერთის მხრივ ამ ბადის ყოველდღიური აღდგენა და მეორეს მხრივ ზრუნვა იმაზე, რომ ის ყოველდღიურად არ დაზიანდეს ასეთი დოზით და ხარისხით. ცნობიერების ენერგეტიკული ბადის(სტრუქტურის) ყოველდღიური აღდგენა ხორციელდება სპეციალური ენერგეტიკული ვარჯიშების - მაგიური პასების მეშვეობით(ამიტომაც ეწოდებათ მათ მაგიური). ეს მოითხოვს ყოველდღიურ ინტენსიურ ტრენინგს, რის შედეგადაც ადამიანი ხდება გამართული და ძლიერი ენერგეტიკის პატრონი, უკან იხევენ შიშები, სწაფი გაღიზიანებადობა, უიმედობა, სასოწარკვეთა, ავადმყოფობები და სხვა. ხდება ცნობიერების ბადის და სტრუქტურის ყოველდღიური განახლება აღდგენა.
ამავე დროს საჭირო სიყვარულის პრაქტიკა რათა ჩვენი ცნობიერება და ენერგეტიკა ყოველდღიურად ამ მასშტაბით და ინტენსიურობით არ დაზიანდეს(დაიგლიჯოს). ეს ორივე პრაქტიკა ერთად უზრუნველყოფს ჩვენს მედეგობასა და სიცოცხლისუნარიანობას, სიძლიერესა და ოპტიმიზაცია აღდგენას, ფუნქციონირების სწორ გეომეტრიას. ჩვენ სუსტები არა ვართ, უბრალოდ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ძლიერები ვიყოთ.
ყოველდღიურად თქვენ იხეხავთ კბილებს, ზრუნავთ ჰიგიენაზე, იბანთ სხეულს, მაგრამ არაფერს აკეთებთ ენერგეტიკისა და ცნობიერების მოსავლელად. აბა წარმოიდგინეთ რა მოუვა სხეულს რომ არ დაიბანოთ თვეობითა და წლობით? ან კბილებს რომ არ გაიხეხოთ? განა ისინი შეძლებენ იმუშაონ გამართულად ? ძველ დროში ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ კბილებისათვის უნდა მოევლოთ შდეგად მათ უკვე ახალგაზრდობაში ჰქონდათ გაფუჭებული კბილები, ანუ არცოდნამ ვერ უშველა მათ კბილებს. ასევეა ჩვენი ენერგეტიკაცა და ცნობიერებაც, ისინი ყოველდღე საჭიროებენ აღდგენას, ჰიგიენას, მოვლა პატრონობას, შეკეთებას, ზრუნვას.....
კაცობრიობა უზრუნველად ცხოვრობს საკუთარ ენერგეტიკასთან და ცნობიერებასთან მიმართებაში, შედეგად კი გვაქვს უამრავი ფსიქიური პრობლემები, გადახრები, ფობიები, ნევროზები, ლოთობა, ნარკომანია, უძილობა, ქრონიკული დაავადებები, სხეულისა და სულის მძიმე მდგომარეობა. ივსება საავადმყოფოები და ა.შ.
ზოგადად ადამიანების რაღაც კატეგორია კითხულობს ეზოთერულ წიგნებს, თავში აქვს რაღაც თეორიები, მსჯელობს მათი სისწორის შესახებ, მაგრამ ეს მათ ვერ შველის, რადგან ისინი არაფერს აკეთებენ საკუთარი ენერგეტიკული სხეულისათვის და ცნობიერებისათვის ყოველდღიურად... კაცობრიიობა სადღეისოდ ფუნქციონირებს თვითრეფლექსიის უმდაბლეს დონეზე. ჭამს, სვავს, სძინავს, ერთობა, მრავლება, ავადდება, კვდება.... მაგრამ იქნებ არის სხვაგზა? ალტერნატივა?
უბრალოდ ჩვენ არ გვჯერა, არ გვინდა დავიჯეროთ, ვერ ვცნობთ ამ სხვა გზას! გვძინავს.
G.K.

მაგიური პასების პრაქტიკული შესწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში-- მსურველებმა მომწერეთ პირადში ან ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში -

https://www.facebook.com/groups/Olmekmagicalpasses/

ახალი ფორუმი http://www.olmek.ge/
Post Reply