მოსწავლის გზა

ყველაფერი ეზოთერიაზე
Post Reply
olmek
Posts: 15
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

მოსწავლის გზა

Post by olmek » 04 Jun 2018, 13:33

მოსწავლის გზა ძნელია, თითოეულ ნაბიჯზე ეკალია, თითოეული მოსახვევში სირთულე. მაგრამ იკვლევს რა გზას, ლახავს რა წინააღმდეგობებს და იჩენს რა ჯიუტ ერთგულებას ჯგუფის და ცალკეული ადამიანების ევოლუციური განვითარების მიმართ, შესაძლებელი ხდება მიზნის ნიღწევა. ასე ჩნდება რასის მსახური. ის მსახურია, იმიტომ რომ საკუთარ პიროვნულ მიზნებს არ მისდევს და მისი მდაბალი სხეულები არ გამოსცემენ არავითარ ისეთ ვიბრაციას, რომელთაც შეუძლიათ გადახარონ იგი არჩეული გზიდან. ის მსახურობს იმიტომ, რომ იცის ადამიანის სხვადასხვა მხარეები, იმიტომ რომ მრავალი ცხოვრების მანძილზე უმუშავია ჯგუფებთან და ინდივიდუუმებთან, აფართოებდა რა თანდათან თავისი ძალისხმევის საზღვრებს, სანამ არ შეაგროვა თავის გარშემო ცნობიერების ის ერთეულები, რომელთა ენერგეტიზირებაც და "გამოყენებაც" მას შეუძლია. მათი საშუალებით მოსწავლე ასრულებს ევოლუციურად მაღლა მდგომი არსებების გეგმას. ასეთია საბოლოო მიზანი, მაგრამ მანამდე ბევრი წინაღობა და სიძნელეა მათთვის ვინც აღმოაჩენს საკუთარ თავს და ხდება თვით გზა.
მოწავლეობის გზა ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია განდობის გზა. განდობილი - ეს არის მებრძოლი, რომელსაც უამრავი საბრძოლო იარა აქვს, ბევრ მძიმე შეტაკებაში გამარჯვებული. ის სულიერი ძლევამოსილების ღია არხია, იდეალების ხორცშესხმა, რომელიც მუშაობს კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ამ სამუშაოს შედეგებს მომდევნო თაობები დააფასებენ სათანადოდ. მიუხედავად უდიდესი სულიერი მიღწევებისა მისი თანამედროვე თაობა ვერ უგებს განდობილს. განდობილს ეს არ აღელვებს რადგან მისი სახელი და სამუშაო იერარქიის არქივებში აღინიშნება და მისი საქმენი ეხმარება სამყაროს მეფეს ღვთიური გეგმის განხორციელებაში მიწიერ პლანზე.
Post Reply