სრულყოფილი მედიტაცია

ყველაფერი სიზმარხილვის შესახებ: რჩევები, მეთოდები, სიზმრის კარები
Post Reply
olmek
Posts: 22
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

სრულყოფილი მედიტაცია

Post by olmek » 09 Jun 2018, 14:10

სადღეისოდ უამრავი ადამიანი მედიტირებს სხვადასხვა ეზოთერული გზით. ზოგი დღეში ათი წუთი, ზოგიც საათები. ამ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სუნთქვას აკვირდება, სხვები მანტრას იმეორებენ, ზოგი მიკროკოსმიურ ორბიტაზე მედიტირებს და ა.შ. მაგრამ სრულყოფილი მედიტირების შედეგი უნდა იყოს აღქმის წერტილის გადაწევა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხედავს სხვა სამყაროში, სხვა ადგილას. ნებისმიერ მედიტაციას მოაქვს შედეგი, მაგრამ მოკლე გზის მიმდევრები არჩევენ სრულყოფილ მედიტაციას. სიზმარხილვა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ სრულყოფილი მედიტაცია. ჩვეულებრივი ძილის მაგივრათ, გავაკეთოთ ისე, რომ სხეულმა დაიძინოს ხოლო ცნობიერებით ვიყოთ ფხიზლათ და ვიმოგზაუროთ წარმოუდგენელ სამყაროებში. ასეთი მოგზაურობის შედეგად მაგალითად ადამიანი ხედავს რომ იმყოფება საკუთარ ოთახში, მის სხეულს სძინავს საწოლში, მაგრამ თვითონ დგას საწოლთან და დაჰყურებს საკუთარ სხეულს. მას ახსოვს რომ დააძინა საკუთარი სხეული, მაგრამ ცნობიერება ფხიზლობს და სწორედ სიზმრის სხეულით დგას ის ეხლა საკუთარ სახლში ფიზიკური სხეულის გვერდით. ამის შემდეგ მას შეუძლია დაათვალიეროს ოთახი, გავიდეს ოთახის გარეთ და ა.შ. აი სწორეთ ეს არის სრულყოფილი მედიტაცია, როდესაც სრული ცნობიერებით იმყოფები სხვა სივრცესა და დროში, ან მათ მიღმა. ეს არის საკუთარი სხეულიდან ცნობიერად გასვლა, სხეულის დატოვება და მის გარეთ ფუნქციონირება შეგნებულად. ეს არის სიზმარხილვა. ამ ხელოვნების შესწავლა შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ დისციპლინა და წვრთნა...
Post Reply