ბეჭებს შორისი ენერგეტიკული ცენტრი

მაგიური პასები, იოგა, ციგუნი
Post Reply
olmek
Posts: 32
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

ბეჭებს შორისი ენერგეტიკული ცენტრი

Post by olmek » Tue Oct 23, 2018 1:08 pm

ამერიკელი ინდიელების სწავლებაში დიდი დრო ეთმობა ბეჭებს შორის ცენტრზე ზრუნვას, რადგან ეს ცენტრი უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას.
ენერგეტიკული პასების გარკვეული ოდენობა ეთმობა ამ ცენტრის სწორ პოზიციას, რის შედეგადაც ელენთა იღებს საჭირო ოდენობის სასიცოცხლო ენერგიის ნაკადს უწყვეტ რეჟიმში და ანაწილებს მას მთელ სხეულში. ბეჭებს შორისი ცენტრის სწორი პოზიცია და ფუნქციონირება დამოკიდებულია მის ენერგეტიკულ სიძლიერეზე და ხერხემლის სისწორეზე. ამ ორივე კომპონენტს უზრუნველყოფენ სპეციალური ენერგეტიკული მოძრაობები - პასები. სხეულის ჯანმრთელობა და ენერგეტიკული მთლიანობა, მისი ენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირება დამოკიდებულია უამრავ ცენტრზე. ამ ცენტრების ყოველდღიური გამართვა ხდება ენერგეტიკული მოძრაობების პასების მეშვეობით. საშუალოსტატისტიკური ადამიანი არის გადაღლილი, მოშვებული, დარბილებული, ძლივს მიათრევს ფეხებს, ყველაფერი აწუხებს, არ უხარია ზედმეტი მოძრაობა და ა.შ. მაგრამ ენერგეტიკული მოძრაობების, პასების ყოველდღიური შესრულების შედეგად იგივე ადამიანი ხდება წელში გამართული, ძლიერი, სასიამოვნოდ მოძრავი და ზეკატეგორიის შეკრულობის მქონე სხეულის პატრონი. ამ ადამიანის ფიზიკური და ენერგეტიკული აღჭურვა და სიძლიერე დღითიდღე იზრდება, ეს სიძლიერე აღწევს ასტრალურ სხეულში და მენტალში, შედეგად შიშები უკან იხევენ, აღელვება ცხრება, იმატებს ემოციურ გრძნობითი სტაბილურობა, აუღელვებლობა, მედეგობა, სიცოცხლისუნარიანობა და ადაბტაციის უნარი. ეს მოძრაობები ძალზედ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მათი ეფექტურობა შთამბეჭდავია.
G.K.
Post Reply