სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის პრაქტიკა
Post Reply
olmek
Posts: 15
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

სიყვარულის პრაქტიკა

Post by olmek » 04 Jun 2018, 10:24

http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm

უნდა გავაკეთოდ ან შევიძინოთ პატარა კრიალოსანი, რომელიც არ იქნება შავი ან მუქი ფერის თვლებისაგან ასხმული. უნდა იყოს ნათელი ფერის. დღის და ღამის ნებისმიერ დროს როდესაც კი გცალიათ(ტრანსპოტში მგზავრობისას, სეირნობისას, ადამიანებთან დიალოგის დროსაც კი, ტელევიზრის ყურებისას და ასე შემდეგ) აზრობრივად გაიმეორეთ სიტყვა სიყვარული და განიცადეთ ის, შესაბამისად კრიალოსანის ერთი თვალი გადაადგილეთ. თვითონ სიტყვა სიყვარულს ძალიან მაღალი ვიბრაციები აქვს, ამიტომ მისი გამეორება იწვევს წამიერად სიყვარულის განცდას. მართალია მომდევნო წამს ადამიანი ისევ ამოვარდება ამ მდგომარეობიდან მაგრამ ამ სიტყვის შემდეგი გამეორებისას ისევ უბრუნდება მას. მრავალჯერადი გამეორებისას მთელი დღის მანძილზე, ადამიანი სულ უფრო და უფრო ხშირად განიცდის სიყვარულს, მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გარე სამყაროში. ზოგს ეს პრაქტიკა უკეთესად გამოსდის როდესაც ყურადღება გამეორებისას - მკერდის ცენტრისაკენ გადააქვს. რა თქმა უნდა საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სიტვა სიყვარულის შინა–არსს რათა უკეთ განვიცადოთ იგი. ადამიანს რომელსაც კრიალოსანი უჭირავს და ამ სიტყვას იმეორებს(განიცდის) აზრობრივად, ხშირად სახეზე ოდნავ შესამჩნევი უნებლიე ღიმილი დასთამაშებს, ეს ღიმილი მისი სწორი მდგომარეობის მანიშნებელია. ეს პრაქტიკა იმდენად მარტივია რომ მისი არ სჯერად და შესაბამისად არც აკეთებენ. დაწვრილებით იხილეთ აქ :
http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm
სიყვარული - სწორედ ეს ენერგია წარმოადგენს იმ დამაკავშირებელ, გამაერთიანებელ, ძალას, რომელიც კრავს გამოვლენილ სამყაროს, ან პლანეტარულ ფორმას, და პასუხისმგებელია ყველა ურთიერთობაზე; ზუსტად ეს ენერგიაა ყველაფრის სული, ყველა ფორმის, ბუნების მეხუთე სამეფოს, სულთა სამეფოს, ღვთის სამეფოს, ღვთის სასუფევლის სული.
Post Reply