რაჯა იოგა

სიდჰა და სიდჰები
Post Reply
olmek
Posts: 17
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

რაჯა იოგა

Post by olmek » 30 May 2018, 10:59

რაჯა იოგას არ ჭირდება არავითარი ფიზიკური პოზა, მას საქმე აქვს შინაგან ადამიანთან(ორეულთან), რომლის მოქმედების არეალი წარმოადგენს - აზრის სამყაროს. ერთადერთი ჭეშმარიტი კონცენტრაცია მდგომარეობს იმაში, რომ გქონდეს ყველაზე მაღალი იდეალი და მუდმივად იბრძოდე, რათა ამაღლდე მის სიმაღლეზე. ეს არის რაჯა იოგა.
პირველი რაც ესაჭიროება რაჯა იოგს - ეს არის გულის სისუფთავე, აზრის სისუფთავე, სიტყვის სისუფთავე და მოქმედების სისუფთავე. ეს ყოველივე პირველი აუცილებლობის ატრიბუტებია მათთვის ვინც გადაწყვიტა ავიდეს ჩვეულებრივი განვითარების მქონე ადამიანთა ზემოთ და შეუერთდეს "ღმერთებს". ვერავინ აღწევს ამას სწრაფად, მაგრამ თანდათან სრულიად ინდივიდუალური, პირადი გრძნობები, სისხლისმიერი კავშირები, პატრიოტიზმი, რასული მიდრეკილებები, უძველესი ტრადიციები და ა.შ. - ყოველივე და ყველაფერი გზას უთმობს ერთიან გრძნობას, ერთადერთს ჭეშმარიტს და წმინდას - უკიდეგანო სიყვარულს, სიყვარულს კაცობრიობის მიმართ! ასე ერწყმის ინდივიდუალური ყველაფერს
Post Reply