რაჯა იოგა

სიდჰა და სიდჰები
Post Reply
olmek
Posts: 23
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

რაჯა იოგა

Post by olmek » 30 May 2018, 10:59

რაჯა იოგას არ ჭირდება არავითარი ფიზიკური პოზა, მას საქმე აქვს შინაგან ადამიანთან(ორეულთან), რომლის მოქმედების არეალი წარმოადგენს - აზრის სამყაროს. ერთადერთი ჭეშმარიტი კონცენტრაცია მდგომარეობს იმაში, რომ გქონდეს ყველაზე მაღალი იდეალი და მუდმივად იბრძოდე, რათა ამაღლდე მის სიმაღლეზე. ეს არის რაჯა იოგა.
პირველი რაც ესაჭიროება რაჯა იოგს - ეს არის გულის სისუფთავე, აზრის სისუფთავე, სიტყვის სისუფთავე და მოქმედების სისუფთავე. ეს ყოველივე პირველი აუცილებლობის ატრიბუტებია მათთვის ვინც გადაწყვიტა ავიდეს ჩვეულებრივი განვითარების მქონე ადამიანთა ზემოთ და შეუერთდეს "ღმერთებს". ვერავინ აღწევს ამას სწრაფად, მაგრამ თანდათან სრულიად ინდივიდუალური, პირადი გრძნობები, სისხლისმიერი კავშირები, პატრიოტიზმი, რასული მიდრეკილებები, უძველესი ტრადიციები და ა.შ. - ყოველივე და ყველაფერი გზას უთმობს ერთიან გრძნობას, ერთადერთს ჭეშმარიტს და წმინდას - უკიდეგანო სიყვარულს, სიყვარულს კაცობრიობის მიმართ! ასე ერწყმის ინდივიდუალური ყველაფერს
olmek
Posts: 23
Joined: 28 May 2018, 16:02
Contact:

Re: რაჯა იოგა

Post by olmek » 02 Oct 2018, 14:17

რაჯა იოგა

რაჯა - სამეფო იოგა განკუთვნილია მათთვის ვინც აქტიურია სამყაროს შეცნობის და საკუთარი თავის ფლობის მიმართულებით. ეს პრაქტიკული განხრაა და ორიენტირებულია ღრმა მედიტაციაზე. რაჯა იოგას ფუნდამენტალური პრაქტიკებია: სიყვარულის პრაქტიკა, სიზმარხილვის პრაქტიკა, ილუზორული სხეულის პრაქტიკა, რბილი მზერა და სხვა მრავალი....
სამეფო იოგას ეს მიმართულება განკუთვნილია მენტალურად ძლიერი ადამინებისათვის, რადგან ამ გზაზე საკმარისი არ არის მხოლოდ თეორია და პრაქტიკა, არამედ საჭიროა აქტიური და გამჭოლი მენტალი, ცოცხალი მენტალი, რომელიც არამარტო დაინახავს არამეტ სწორ ინტერპრეტირებას მოახდენს დანახულის.
სწორი ინტერპრეტაცია გადამწყვეტია რაჯა იოგისათვის, მით უმეტეს, რომ ის ეხება სამყაროს ფუნქციონირების ფუნდამენტურ კანონებსა და ნაკადებს.
ძლიერი მენტალის მქონე ადამიანი რაჯა იოგას ველზე ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში, მაშინ როდესაც სუსტი მენტალის მქონე ადამიანები ვარდებიან ფანატიზმში, მათ იპყრობს შიში, ეჭვები, გადაუწყვეტელობა და სხვა. ყველაზე დიდი პრობლემა რასაც მოსწავლე ხვდება რაჯას გზაზე ეს არის სამყაროს ილუზორულობა, მისი ცვალებადი და დამოკიდებული ბუნება. სუსტი მენტალი რომელსაც არ აქვს აქტიური - მენტალური სხეულის მეექვსე მეშვიდე ღვთიური შრეები, ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციისა და დანახულის სწორ ინტერპრეტაციას, შედეგად ჩნდება შიში და ეჭვები, რაც აჩერებს მოსწავლეს.....
სინამდვილეში ერთადერთი პრობლემა აქაც არის სიყვარულის ნაკლებობა, რაც იწვევს მიუღებლობა, შეუწყნარებელ დამოკიდებულებას დანახულის მიმართ...აგრესიულ უკმაყოფილო განწყობას და უარყოფით ინტერპრეტაციას.....პიროვნება ისევ თავისას აკეთებს და ყველაფერი დაჰყავს შიშამდე და თავდაცვამდე ანუ ბრძოლამდე.
ამიტომ სწორი მედიტაცია რომელი მიმართულებითაც არ უნდა მოძრაობდეს მოსწავლე, იქნება ეს რაჯა იოგა თუ სხვა - არის სიყვარულზე მედიტირება, რათა გაიხსნას კავშირი საკუთარ სულთან რომელსაც ადექვატურად შეუძლია დანახულის აღქმა და მიღება.
G.K.
Post Reply